რატომ უპირისპირდება ერდოღანი ფემინისტებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ქალებს, რომლებმაც სტამბოლის ცენტრში დემონსტრაციები გამართეს, ისლამის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.
სატელევიზიო გამოსვლის დროს, ერდოღანმა საპროტესტო აქციის კადრები აჩვენა და განაცხადა, რომ ქალები ლოზუნგებს იმ დროს ყვიროდნენ, როდესაც ახლომდებარე მეჩეთები მორწმუნეებს სალოცავად იხმობდნენ.
“მათ უპატივცემულობა გამოხატეს აზანის (სალოცავად მიწვევის) მიმართ”,- აცხადებს ერდოღანი.
8 მარტს სტამბოლის ცენტრში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართეს. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. სოციალურ ქსელში ქალებმა, რომლებიც ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას, განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ განზრახული აზანის შეურაცხყოფა, რომელიც მსვლელობის დროს დაიწყო.
ქალების მარში თურქეთში 2003 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. დემონსტრანტები თანაბარუფლებიანობასა და ქალების ისტორიული დაკნინების გაუქმებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები