გოჩა ფიფია: მოგმართავთ, ფადი ასლებო, თქვენ ტიპური წარმომადგენელი ხართ ნაცისტური, ე.წ. „ნაცმოძრაობის“

„მოგმართავთ, ბატონო ფადი ასლებო, თქვენ ტიპიური წარმომადგენელი ხართ იმ “ნაციონალური მოძრაობის”, რომელმაც თავის დროზე, გასაქანი მისცა თქვენნაირ ფსევდობიზნესმენებს“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა, კომპანია „ზეარისის“ ხელმძღვანელმა, გოჩა ფიფიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბიზნესმენმა დღევნდელ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის ბოლოდროინდელ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ზეწოლის შესახებ გააკეთა.
„რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო ფადი ასლებო, რა თქმა უნდა, შეგნებულად მრავლობითში, თქვენ ტიპური წარმომადგენელი ხართ იმ ნაცისტური, ე.წ. „ნაციონალური მოძრაობის“ , რომელმაც თავის დროზე, გასაქანი მისცა თქვენნაირ ფსევდობიზნესმენებს, რომელთაც მოახერხეს და მექრთამეობით, სიყალბით მიაღწეს იმ სიმაღლეებს, საიდანაც თქვენ დღეს ჩვენ გვესაუბრებით.
ამერიკის მოქალაქეობას ამოფარებული უკვე შეიძლება ითქვას, ათეულობით წელია მორალს გვიკითხავთ და ცხოვრების წესებს გვიდგენთ. ჩვენ, ქართველი ბიზნესმენები, ასეთი იერიშის მოტანის შანსს არ მოგცემთ და გაფრთხილებთ, ნაციზმთან და ე.წ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გადაგვეღობება წინ, უგუნური მოყვარე, თუ გონიერი მტერი“, – განაცხადა ფიფიამ.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 9 მარტს ბიზნესმენმა ფადი ასლიმ გაავრცელა რამდენიმე კომპანიის ჩამონათვალი, რომლებიც, მისივე თქმით, „დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და იმყოფებიან წნეხის ქვეშ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები