ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს – „იმედს გაგიცრუებთ“

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ყოფილ თანაპარტიელ ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას 2020 წლის არჩევნებზე იმედს გაუცრუებს.
„ჩვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო გაძლიერებულნი, ღირსეულად წარვდგებით და ჩვენი საზოგადოების დაკვეთის შესრულებას კიდევ უფრო უკეთესად უზრუნველვყოფთ.
ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგი რესურსი და შესაძლებლობა აქვს, რომ პარტიის განვითარებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ხელი შეუწყოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს, თუმცა ბესელიამ არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ახალ ძალაში და ამ ძალის ლიდერი თავად იქნება თუ არა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები