კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ყველა ბრალდება მოეხსნა
მალაიზიის სასამართლომ კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ინდონეზიის მოქალაქე სითი აიციეს ყველა ბრალდება მოუხსნა.
2017 წლის თებერვალში სითი აიციე და ვიეტნამის მოქალაქე კუალა-ლუმპურის აეროპორტში მამაკაცს თავს დაესხნენ და სახეზე სითხე წაუსვეს, რომელიც ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს. გარდაცვლილი მამაკაცი ჩრდილო კორეის ლიდერის ძმა – კიმ ჩენ ნამა იყო.
როგორც ეჭვმიტანილები აცხადებდნენ, მათ ეს ვიღაცამ დაავალა და არ იცოდნენ, რომ სითხე ფატალურ შედეგებს გამოიწვევდა. ეგონათ, რომ ერთგვარ უვნებელ თამაშში იღებდნენ მონაწილეობას.