ნაირობიში ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა – პირველი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
ნაირობიში, “ეთიოპიის ავიახაზების” კუთვნილი თვითმფრინავის „ბოინგ 737“ის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 157-ივე მგზავრი დაიღუპა. უცხოურ მედიასაშუალებებში ავიაკატასტროფის ადგილის ამსახველი პირველი ფოტომასალა უკვე ვრცელდება.
როგორც “როიტერი” იუწყება, „ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავი ადის-აბებას აეროპორტიდან აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილები 33 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ლაინერი რეისს კენიის დედაქალაქ ნაირობის მიმართულებით ასრულებდა.
ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა, მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.