სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ძარცვის მცდელობის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობისა და ძარცვის მცდელობის ფაქტებზე, 1980 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეული-კაზრეთის რკინიგზის სოფელ ჭაპალის მონაკვეთზე, ლიანდაგიდან დეტალების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ამავე ტერიტორიაზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომელმა – რ.ა.-მ შენიშნა. ე.ა.-მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაძარცვი დეტალების მიმალვას აპირებდა,თუმცა სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ამასთან, დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს მარნეული-კაზრეთის რკინიგზის 27-ე კილომეტრიდანაც მოიპარა ლიანდაგის დეტალები.
გამოძიება ძალადობით ჩადენილ ძარცვის მცდელობისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები