“მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, შესაძლოა, ზაფხულამდე გაგრძელდეს, პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნაც მიშვნელოვანია”

“მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, შესაძლოა, ზაფხულამდე გაგრძელდება. პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ვნახავთ და მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ინტერესთა კონფლიქტის საკითხებში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტი.
„კანონპროექტი რამდენიმე პრინციპს უნდა პასუხობდეს. პირველ რიგში, ძალიან მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტია საჭირო, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე, ასევე პარლამენტის. ამასთან, უნდა იყოს კონკურენტული პროცესი და კონკურსი, რომელშიც როგორც მოქმედ მოსამართლეებს, ასევე სხვა პირებს ექნებათ მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი. უნდა ვაკვირდებოდეთ, გასაუბრების, შერჩევის, კითხვებზე პასუხების გაცემის პროცესს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში ღია განხილვის დროს, ყველა კანდიდატზე ინდივიდუალური კენჭისყრა იქნება.
„დეპუტატები ხანგრძლივი, საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ წარმოებული დისკუსიების შედეგად გადაწყვეტენ, რომელი მოსამართლეა მისაღები და რომელი – არა. თუ ისინი იმ ტესტს ვერ გაუძლებენ, რაც უნდა გაიარონ, არ გამოვრიცხავ, რამდენიმე კანდიდატურაზე პარლამენტმა უარი თქვას. ეს პროექტი კონკურენტულობას, მაღალ გამჭვირვალობას, დროის ხანგრძლივ პროცესში განხილვასა და ინტერესთა კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები