ხულოში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას საბჭოს წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტისა და მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის პროგრამების განხილვა წარმოადგენდა.
სხდომა კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა.