შიდა ქართლში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში შიდა ქართლში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ.
პროექტი „მობილური ექსტენცია“ რეგიონებში ფერმერების მხარდაჭერას, მათ ინფორმირებას, დარგის სიახლეების გაცნობას და ადილზე კონსულტაციების გაწევას გულისხმობს.
„გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში სპეციალისტებმა ვაშლის თანამედროვე ტიპის ბაღის და სხვა მრავლწლოვანი კულტურების გასხვლა-ფორმირების, კენკროვანი კულტურების აგროტექნოლოგიის, ბოსტნეული კულტურების ღია და დახურულ გრუნტში მოვლა-მოყვანის, მსხვილფეხა პირუტყვის მოვლისა და ჯიშობრივი გაუმჯობესების, მცენარეთა დაცვის და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების და მარცვეული კულტურების მოვლა-მოყვანის კუთხით კონსულტაციები გაუწიეს“,- აცცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ცნობით, ფერმერებთან შეხვედრები, 12-15 მარტს, კახეთის რეგიონში ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.