გიორგი ქადაგიძე: პასუხისმგებლობას ვიღებ იმ საკითხზე, რაც ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ის მზად არის ნებისმიერ კითხვას, ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს.
„ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, მზად ვარ ვუპასუხო კითხვებს, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება 2008-2009 წლის მოვლენებს და როგორ მოხდა რეაგირება ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა იმ დროს. ეს გამოცდილება ნამდვილად არის გასაზიარებელი და ეს გამოცდილება აღნიშნულია უამრავ საერთაშორისო დასკვნაში. ცხადია, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში. არცერთი კითხვა არ იყო დასმული უშუალოდ იმ ტრანზაქციაზე, რასაც პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ედავება“, – აღნიშნა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები