სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოვლენ, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სრული შემადგენლობა, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება. უკვე ცნობილია, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობა” სხდომას არ დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები