ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ზესტაფონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ხვიჩა გუმბერიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გუმბერიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმსჯელეს.

ხვიჩა გუმბერიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ გამგებლის მოადგილე ხ.გ.-ს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორცილება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა.

2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს „ტობემ “ სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები