,,ნაცმოძრაობა” და მასთან დაკავშირებული არასამთავრობოები პირდაპირ მოითხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას”

,,ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ ,,ნაცმოძრაობა” და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩამოშალონ.

,,ნაცმოძრაობა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ენ-ჯე-ოები პირდაპირ მოითხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. ნახეთ მათი „სამართლიანი“ მიდგომა: დღეს იგივე ადამიანები, გვარები არ მინდა გავიმეორო ახლა, ხალხმა იცის კარგად, აპროტესტებენ ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. რასთან გვაქვს საქმე: საქმე გვაქვს იმასთან რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩამოშალონ და კიდევ ერთი ქაოსი შეიტანონ ამ სისტემაში. ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი: რომ დაასუსტონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, წარმოაჩინონ იმგვარად, რომ ეს ყველაფერი თითქოს არის ივანიშვილის მიერ დადგმული, რომ სურვილი არის მორჩილებაში ვინმეს ყოლა და მე გარწმუნებთ, რომ ბატონი ივანიშვილი არც დაინტერესდა მოსამათლეთა იმ გვარებით, იქ ასეულობით მოსამართლეზეა საუბარი. მას უბრალოდ არ აქვს შეხება ამ ადამიანებთან და არც უნდა ჰქონდეს. მას არც აქვს ამის სურვილი. სააკაშვილისა და კუბლაშვილის დროს იყო ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგვარად. ამაზეა საუბარი, თორემ თუ კითხვები არსებობს, მე მომხრე ვარ რომ ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი.

ადამიანებს, რომლებიც ეხლა ბედავენ, სასამართლოზე უბრალოდ ბედავენ და ლაპარაკობენ სასამართლოს დამორჩილებაზე და საუბრობენ, რომ თითქოს ვინმეს კუთვნილებაშია სასამართლო – ეს ასე არ არის. კიდევ ვიმეორებ, პროცესი რომელიც დღეს მიმდინარეობს ეს არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე, ამას სჭირდება დრო. ასი საქმიდან, თუ ორ სამ საქმეს დამისახელებთ რომ აქ პრობლემა გაქვს, მაშინ ძალიან მაგარი მთავრობა ყოფილა ამ მიმართულებით. რაზე ვსაუბრობთ ეხლა, მე დაკვირვებული ვარ, თქვენზე არ მაქვს საუბარი, აი ოპონენტებზე, ნუთუ არ ახსოვთ რა მდგომარეობაში იყო ხალხი, 300 ათასი პრობაციონერი იყო და მთელი ეს სისტემარაც იყო შექმნილი. სასამართლო არ არსებობდა, ეს იყო ნოტარიუსი ,ნოტარიული დაწესებულება იყო, არ მინდა ეხლა შეურაცხყოფა მივაყენო ამ სიტემას, მაგრამ მაშინ ასეთი მიდგომა ჰქონდათ უბრალოდ. დღეს გადახედეთ სტატისტიკას, გამამართლებელ, გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს,ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი. თუმცა მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი არის იდეალური და ვერც იქნება იდეალური, ვერასოდეს ვერ იქნება. მაგრამ ჩვენ მივდივართ წინ და პროგრესი არის ხელშესახები და სახეზე. და კიდევ ერთი, თუ რომელიმე მოსამართლეზე იქნება, რომელიმე გვარზე მოსამართლეზე იქნება კითხვები, ჩემი მოწოდებაა და ჩემი პოზიციაა ასეთი, რომ კეთილი ინებონ მოსამართლეებმა, ვინც არ უნდა იყოს, საზოგადოებას უნდა აუხსნან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. პროცესი რომ შევაჯამო მთლიანობაში, ეს არის ორკესტრირებული ჩვენი მთავარი დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ. მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობობის მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თოქ-შოუ ,,რეაქციაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები