პაკისტანის ხელისუფლებამ ტერორისტული ორგანიზაციის 44 წევრი დააკავა
პაკისტანის ხელისუფლებამ ტერორისტული ორგანიზაციის 44 წევრი დააკავა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, შეჰრიარ აფირიდის განცხადებით, დაკავებულთა შორის არის ისლამისტური დაჯგუფება „ჯაიშ ე მოაჰამად“-ის ლიდერის ძმა, მუფტი აბდულ რაუფი.
5 მარტს ცნობილი გახდა, რომ პაკისტანმა ინდოეთის წყალქვეშა ნავი უკუაგდო, რომელიც პაკისტანის ტერიტორიულ წყლებში შესვლას ცდილობდა. ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის ნაწილში 14 თებერვალს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ „ჯაიშ ე მოაჰამად“-მა აიღო.
ინციდენტის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა გამწვავდა და ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავებმა პაკისტანის კონტროლირებული ქაშმირის ნაწილში რადიკალური დაჯგუფების ბანაკები დაბომბა. ამის შემდეგ პაკისტანის არმიამ ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.