მამუკა ბახტაძე ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
​ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.
საბჭოს სხდომაზე, ქართულმა მხარემ “ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“ წარადგინა, რომელიც ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციას ემსახურება და საქართველოს აძლევს საშუალებას, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები