მერაბ მეტრეველი: ამ წერილის ამბავი, როგორც ვატყობ, არაფრის მომცემი იქნება

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამ წერილის ამბავი, როგორც ვატყობ, არაფრის მომცემი იქნება. პროკურორი ამბობს, ცარიელ ფურცელზე დაწერილი რაღაც მოიტანაო, რითიც ცოტა წარმოუდგენელია, რამე დაამტკიცო.
ერთადერთი ხელჩასაჭიდი შუამავალი რჩება, რომელსაც ჯერ არ ასახელებს ხაზარაძე, მაგრამ რომც დაასახელოს, თუ ის შუამავალი უარყოფს, გამოძიება ისევ ჩიხში შევა“, – წერს მერაბ მეტრეველი თავის „ფეისბუქგვერდზე“.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გუშინ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.
აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიამ გუშინვე უარყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები