თეა წულუკიანი: ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიბრძოდი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, არ მგონია, მას მიდგომები შეეცვალა

„ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიბრძოდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არ მგონია, მას მიდგომები შეეცვალა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
ამასთან, მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს.
„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიაში, პოლიტიკაში პოზიტივია. ამას ასე ვაფასებ და აღვიქვამ. მით უმეტეს, როცა ვარ მისი მთავრობის იუსტიციის მინისტრი, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი. კიდევ უფრო ვაფასებ იმას, რომ ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც 2011-2012 წლებში ვიბრძოდით იმ უბედურების წინააღმდეგ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა. არ მგონია, მიდგომები შეეცვალა და ამიტომაც, პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ დაბრუნებისადმი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“დაბრუნდა.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები