გია აბაშიძე: სერიოზული კაცი მეგონა ბატონი ხაზარაძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში მიტანილ “მუქარის შემცველ წერილს” სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სერიალი კვლავ გრძელდება.
“ჩვეულებრივ ქაღალდზე დაბეჭდილი “მუქარის წერილი” მიუტანია, ისიც, შუამავლის მიერ გადაცემული. სერიოზული კაცი მეგონა ბატონი ხაზარაძე, რაღაც მომენტში ეჭვიც კი გამიჩნდა – იქნებ მართლა აქვს ეს “ჯოკერი”?.. გუშინ “რიჩარდ ლომგულიც” კი უწოდეს ერთ-ერთ ეთერში… თუმცა, გრძელდება “ოთხი თუ აწ უკვე 2 ხელის თუ 2 თითის” საღლიცინო სერიალი…ვავა!” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები