„ამ ეტაპზე, შუალედურ არჩევნებში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა არ განიხილება“

პარლამენტის უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებში მონაწილების მისაღებად ემზადება.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
კითხვაზე, ემზადება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მდინარაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.
„ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხზე რამდენიმე დღის წინ ვიმსჯელეთ და სააბოლოოდ, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ვიღაცის ფანტაზიის უნარი. ამ ეტაპზე ირაკლის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა არ განიხილება. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტიროთ, რომ ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ განიხილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები