ქუცნაშვილი ღარიბაშვილზე: მიხარია, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ ამჯერად უკვე პარტიულ საქმიანობაში

ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ „ქართული ოცნება“ აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ქუცნაშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ძალიან ძლიერი სვლაა.
„ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ „ქართული ოცნება“ აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც. ირაკლიზე ვერავინ იტყვის, რომ ის ახალია და მას არ აქვს დამსახურება. იგი პირველი დღიდან ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბების საქმეშია. ასე რომ, მე მიხარია, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ ამჯერად უკვე პარტიულ საქმიანობაში. ეს გახლავთ ძალიან ძლიერი სვლა იმიტომ, რომ იმ ჭორიკნებს, ვისაც ატაცებული ჰქონდათ თემა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძველები ტოვებენ და მხოლოდ ახლები რჩებიან, გამოეცლებათ საფუძველი და დაინახავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ძველი სახე ბრუნდება პარტიაში სწორედ იმ პერიოდში, როცა პარტიას სჭირდება ძველ და ახალ თაობებს შორის თანხმობა“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.ღარიბაშვილი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები