ვანო ზარდიაშვილი: ბესელიას ინიციატივები პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, აბსურდული და არარეალურია

უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივები პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, აბსურდული და არარეალურია. მისივე განმარტებით, ბესელია “ქართულ ოცნებაში” აღარაა, ამიტომ შეუძლია დაგეგმოს რაც თავად სურს.
„ირაკლი კობახიძისთვის ეკა ბესელია არა თუ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ საერთოდ არაადეკვატურია. შესაბამისად, ბესელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ვუწოდე, რომ ოროსანი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად არაკონსტიტუციურ კანონპროექტს არეგისტრირებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბესელიას ინიციატივების კობახიძის გადაყენებასთან ასოცირება გარწმუნებთ, აბსოლუტურად აბსურდული და არარეალურია. ის „ქართულ ოცნებას“ აღარ წარმოადგენს და შეუძლია, ახალ პარტიასთან ერთად დაგეგმოს, რა ღონისძიებებიც სურს“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები