ირმა ინაშვილი: თუ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მხარს დავუჭერ

„პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ინაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერებთან არანაირი კოორდინაცია არ აქვს.
„დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია. პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს. ვიცე-სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ არის და მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამაზე ორი წელია ვსაუბრობ, არაერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. ამაზე საუბარი ახლა არ დავიწყე. თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე პირადად ირაკლი კობახიძეს ბიუროზე ვუთხარი, რომ ამას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ეს თავად ირაკლი კობახიძისთვისაც სასიკეთო იქნება.
ცნობისთვის, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები