გია ვოლსკი: გიორგი გახარიას თემა მოგონილია სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციას ეს განცხადება გამოეყენებინა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ, კომიტეტზე გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.
“თი-ბი-სი ბანკის“ ხელმძღვანელობა უკიდურეს ზომებზე წავიდა – მათი სტრატეგია მიზნად პროცესის მაქსიმალურად პოლიტიზირებას და ხმაურიანად განვითარებას ისახავს. გიორგი გახარიას თემა მოგონილია სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციას ეს განცხადება გამოეყენებინა. არ მგონია, რომ ამ საქმეს ასეთი ისტერიკა სჭირდება. ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს წერილი, რომელზეც აპელირებას აკეთებენ თვითონ და “ნაციონალური მოძრაობა“. ისტერიკის ტონალობა, რომელიც ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნია, კიდევ უფრო გაძლიერებულია იმ უსაფუძვლო განცხადებებით, რომელიც “თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობამ გააკეთა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები