არჩილ თალაკვაძე: ღარიბაშვილი უკეთ შეძლებს მაქსიმალურად შემოიკრიბოს „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი

საპარლამენტო უმრავლესობის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მმართველ გუნდში დაბრუნება სწორი და დროულია.
მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და მხარდამჭერების მეტ კონსოლიდაციას ემსახურება.
„ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა და გამოცდილი კადრია. ის პარტიის საქმიანობაში თავიდანვე ჩართული იყო და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ყველაზე უკეთ შეძლებს, მაქსიმალურად შემოიკრიბოს „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც პარტიის საქმიანობაში და ცვლილებებში თავიდანვე ჩართული იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ამას საუკეთესოდ შეძლებს.
დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ, ჩვენი პარტიის პოზიციები გავაძლიეროთ. ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში რეიტინგი ყოველთვის ჰქონდა და მხარდაჭერა დღესაც აქვს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და ჩვენი მხარდამჭერების უფრო მეტ კონსოლიდაციას ემსახურება. პროცესები, რომელიც პარტიაში მიდის, კიდევ უფრო მეტად გაუხსნის კარს ახალი, მომავლის ხედვის მქონე მოტივირებულ ადამიანებს. 2020 წლის არჩევნები ახლოვდება. შესაბამისად, ეს პროცესები კანონზომიერია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები