გია ვოლსკი: ღარიბაშვილის რესურსი გამოყენებული უნდა იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, ღარიბაშვილი სხვადასხვა საკითხზე მისი დამოკიდებულებით და ინტელექტით გამორჩეულია.
“პარტია “ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა – ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ცოდნით, განათლებითა და საკითხების მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ირაკლი ღარიბაშვილი ის ადამიანია, ვისთან ერთადაც პარტიას ვაშენებდით. ღარიბაშვილის რესურსი უნდა იყოს გამოყენებული“, – აცხადებს ვოლსკი.
​ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნების შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
აქამდე სახელისუფლო პარტიის პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები