ნინო წილოსანი ოპოზიციას: მანიპულირებთ ადამიანებით, რომლებიც გისმენენ (ვიდეო)

უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დეპუტატებს მიმართა და მათ მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პარლამენტარები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ხართ, ასეთი არასერიოზულობით ეკიდებით საკითხებს, უბრალოდ მანიპულირებთ იმ საზოგადოებით და ადამიანებით, რომლებიც თქვენ გისმენენ”, – განაცხადა დეპუტატმა.
​წილოსანმა ოპოზიციის მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: “თქვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რიტორიკაა გაჟღერებული, ბატონი გახარიასგან ვითომდა რაღაც შანტაჟის მესიჯზე, რომლის შინაარსიც არცერთმა თქვენგანმა არ იცის და თუ იცით, გაგვიზიარეთ ჩვენც”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები