“ღარიბაშვილის დაბრუნება ალბათ ვიღაცებს გაუხარდებათ, იმედი მიეცემათ და მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედავენ”

ღარიბაშვილის დაბრუნება ალბათ ვიღაცებს გაუხარდებათ, იმედი მიეცემათ და მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედავენ. ამ საკითხის გადაწყვეტას ბევრი მიზეზი აქვს, – ასე ეხმაურება დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის “ქართულ ოცნებაში” დაბრუნებას.
„ღარიბაშვილის დაბრუნება ალბათ ვიღაცებს გაუხარდებათ, იმედი მიეცემათ და მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედავენ. ამ საკითხის გადაწყვეტას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარია, სად ბრუნდება ღარიბაშვილი. „ქართულ ოცნებაში“ მას მთავარი ფორმულა ხვდება – ის ფორმულა, რომელიც კობახიძის საშუალებით გამჟღავნდა. მას მოუწევს, სასამართლოსთან და ჩინჩალაძესთან მიმართებით თავისი პოზიცია​ დააფიქსიროს, ამ ფორმულას იზიარებს თუ არა. ასევე, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს, რადგან მისი პრემიერობის დროსაც სასამართლოში ამ ადამიანების ჩაცემენტება მოხდა. მარტო პარლამენტის წევრებზე თითის გამოშვერა სწორი არ არის. არ მგონია, ბევრ ადამიანს უნდოდეს, „ქართული ოცნება“ ჩამოიქცეს და სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები