ეკა ბესელია: ღარიბაშვილის გააქტიურებას მივესალმები, ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, მმართველ პარტიას გუნდის შიგნით სისტემური ცვლილება სჭირდება.
​მან ირაკლი ღარიბაშვილს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
“ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მივესალმები. თუმცა, მმართველ პარტიას სერიოზული სისტემური ცვლილება სჭირდება შიგნით. ჩემი გადმოსახედიდან ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იმ უთანხმოებებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით, არასწორ მმართველობის პრინციპებს უკავშირდება. მე წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც ბევრი კარგი რამ მაკავშირებს. ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია. ეს დროის საკითხია”, – აცხადებს ეკა ბესელია.
ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნების შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები