“ქართული ოცნება” ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.
ასევე, შემოღებულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი დაიკავებს.
აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას დაიკავებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები