აშშ-ში ტრამპის მიმართ გამოძიება დაიწყო

ახალი მასშტაბური გამოძიების ფარგლებში, ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, კონგრესმა რუსი მილიარდერი ვიქტორ ვაკსელბერგისა და ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟენის კომპანიას რიგი დოკუმენტები მოსთხოვა.
ტრამპი კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ამავდროულად დემოკრატმა კონგრესმენებმა “თეთრ სახლს” ტრამპისა და პუტინის ფარული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვეს.
ახალ გამოძიებას დონალდ ტრამპის მიმართ წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი აწარმოებს, რომელსაც დემოკრატიული პარტიის წევრი, ჯეროლდ დალერი ხელმძღვანელობს. გამოძიების ფარგლებში ინფორმაცია 80 ორგანიზაციიდან და ფიზიკური პირისგან იყო გამოთხოვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები