კლინტონი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კლინტონმა ტელეარხ “News 12”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“მე არ ვიყრი კენჭს, მაგრამ მუშაობას განვაგრძობ, გავაგრძელებ საუბარს და საკუთარი აზრის დაცვას”, – ამბობს კლინტონი.
მისი თქმით, მას ასევე არ აქვს სურვილი გუბერნატორის ან მერის პოსტზე იბრძოლოს. ამ დროისთვის კლინტონი თავის პარტიას ეხმარება და ამასთან, მწერლის, აქტივისტისა და ბებიის როლით ტკბება.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა. მან კოლეგიის 304 წევრის ხმა მიიღო, ხოლო კლინტონმა – 227.