პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერის საქმეში ბრალდებულები სამხედრო მოსამსახურეები არ არიან

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მასშტაბურად გავრცელების საქმეში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ „კვირამ“ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებში გადაამოწმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის საქმეზე ბრალდებულების დაკავება ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე მოხდა. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი რამდენიმე პირზე გაავრცელეს. მათ შორის ერთ-ერთმა ვიდეოჩანაწერი 18 პირს გადაუგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით გრძელდება.

„კვირა“ დაკავებულების სამხედრო სამსახურში დასაქმების შესახებ თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებული პირებიდან შეიარაღებული ძალების თანამშრომელი არც ერთი არ არის. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულთაგან ორს შეიარაღებულ ძალებში არასდროს უმსახურია, ხოლო სამი პირი, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, შეიარაღებული ძალებიდან 2011 წლიდან არიან დათხოვნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები