ზუგდიდში ავტომანქანა გაქურდეს – წაღებულია პირადი ნივთები და 400 ლარი

ზუგდიდში ავტომანქანა გაქურდეს, რის შედეგადაც გატაცებულია მფლობელის პირადი ნივთები და 400 ლარის ოდენობის თანხა. ავტომობილის მფლობელის თქმით, მანქანა რამდენიმე წუთით დატოვა, შვილი ცეკვაზე შეიყვანა და გამოსულს საქარე მინა ჩამტვრეული დახვდა, ხოლო ჩანთა წაღებული. მისივე განმარტებით, ჩანთაში 400 ლარი ჰქონდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები