კასპის რაიონის ერთერთ სკოლაში მომხდარ დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა

კასპის მუნიციპალიტეტის ერთერთ სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ 16 წლის ი.გ-ს ბრალი წარედგინა. ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.
ორი დღის, წინ სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კამათი ერთ-ერთის დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საკლასო ოთახში დაიწყო. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები