პროკურატურა: „თი-ბი-სი ბანკის“ საქმეს “გრიფით საიდუმლო” არ ადევს

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იმ ფაქტს უარყოფენ, თითქოსდა, “თი-ბი-სი ბანკის საქმეს” “გრიფით საიდუმლო” ადევს.
მათივე ინფორმაციით, ამ საკითხზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, უწყებაში ახალ ფაქტებს ასახელებენ, რომელთა შესახებაც გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით:
1) დავალიანების მქონე კომპანიას ახალი სესხი მისცეს.
„თიბისი ბანკის“ მიმართ დავალიანების მქონე კომპანიებს სესხი ჩამოეწერა, თავმდებ პირებს არ მოეთხოვათ თანხის ანაზღაურება და მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი მ“-ზე გაცემულ სესხებს უიმედო კლასიფიკაცია მიენიჭა, ,,თიბისი ბანკი’’ განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას. მეტიც, 2012 წელს, „თიბისი ბანკმა” საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.

2) ოფშორული კომპანია:
,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით ჩაანაცვლა, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა.
ოფშორულ კომპანიას პ.ღ. წარმოადგენდა, რომელიც “სამგორი მ”-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი იყო, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.
ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად “სამგორი მ”-ისა და “სამგორი თრეიდისა”, ,”თიბისი ბანკისთვის” 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება აიღო და თავის მხრივ, ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
ამის პარალელურად, “თიბისი ბანკმა” გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.
3) ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ამ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანისთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი 2012 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა.
ბრიფინგი პროკურატურაში გუშინ გაიმართა, სადაც ვიდეოსქემაც გასაჯაროვდა.
ამასთან, გუშინ ზვიად კორძაძემ სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს “გრიფით საიდუმლო” ადევს. მისი თქმით, პროკურატურის ბრიფინგზე ახალი გარემოებები არ დასახელებულა და საქმე არა გამჭვირვალე გამოძიებას, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები