რითი ემუქრება ინდოეთის და პაკისტანის დაპირისპირება მსოფლიოს?
ქაშმირი ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული რეგიონია მსოფლიოში და ასევე, ყველაზე არასტაბილური ცხელი წერტილი, სადაც ორი ქვეყანა – ინდოეთი და პაკისტანი – ერთმანეთს ბირთული იარაღით უპირისპირდება.
ინდოეთის ავიათავდასხმამ ქაშმირის პაკისტანურ ნაწილში ვითარება საგრძნობლად გაამძაფრა.
როგორც ინდოეთში აცხადებენ, თავდასხმა ერთ-ერთ მსხვილ საწვრთნელ ბაზაზე მოხდა, რომელმაც 14 თებერვალს ინდოეთის ბანაკის აფეთქების და 46 სამხედროს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
პაკისტანის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, ის საპასუხო თავდასხმას სწორედ მაშინ განახორციელებდა, როდესაც საჭიროდ ჩათვლიდა, შესაბამისად, იმ ადგილზე, სადაც თავად მოისურვებდა.
ამ დროისთვის, რეგიონში ვითარების ესკალაცია მსხვერპლის გაზრდის ფონზე მიმდინარეობს. 2018 წელს ქაშმირში 500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მიგრანტები.
რატომ არის ქაშმირში დაძაბულობა საფრთხის შემცველი?
ინდოეთსა და პაკისტანს შორის პირველი კონფლიქტი მას შემდეგ განვითარდა, რაც ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო პაკისტანი მსოფლიო რუკაზე გაჩნდა (1947-1948 წლები). ახლა ტერიტორია ნაწილებადაა დაყოფილი. ინდოეთი და პაკისტანი რეგიონის სხვადასხვა ნაწილს მართავენ. პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივა ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი. ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს და ნებისმიერი შეტაკება სხვა განზომილებაში გადადის.
ინდოეთის და პაკისტანის კონფლიქტის სიმძიმეს, ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა გრძნობს. ამ დაპირისპირების ისტორია ორ ომს (1947 და 1965წლებში), რამდენიმე სამხედრო ოპერაციასა და მრავლობით მცირე შეტაკებას ითვლის.
დღესდღეობით, რეგიონის ეკონომიკა არ არის მდგრადი, ისევე, როგორც პოლიტიკური მდგომარეობა. ქაშმირში უმუშევრობის მაღალი კოეფიციენტი ფიქსირდება. ექსპერტ ლორდ ნაზირ ახმედის და ბრიტანეთის პარლამენტის აზრით, რეგიონი ტერორიზმის გამავრცელებელი გახდა.