დედის დღეს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქალბატონები უფასოდ შევლენ
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დედის დღეს – 3 მარტს ქალბატონებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წინასწარ ულოცავს დედის დღეს ყველა დედას და ეპატიჟება მუზეუმში.
მიიღეთ ჩვენი საჩუქარი და გვეწვიეთ კვირას მუზეუმში! – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მის: რუსთაველის 7.