ინდონეზიაში მეწყრის შედეგად, 60 ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა
ინდონეზიის კუნძულ სულავესზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგადაც, ათობით ადამიანი სხვადასხვა კონსტრუქციების ნანგრევების ქვეშ მოყვა, ინციდენტის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ, სულ მცირე, 60 ადამიანი იმყოფება. კონსტრუქციების ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 13 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.