პაკისტანელი სამხედროები ინდოელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ

ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე წუხელ სამხედროებს შორის სროლა მოხდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 5 ინდოელი სამხედრო დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “NDTV ” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პაკისტანელმა სამხედროებმა ცეცხლი საკონტროლო ხაზის მიღმა გახსნეს, ინდოელმა ჯარისკაცებმა საპასუხო სროლა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ ორმხრივი სროლა ჯერ კიდევ სამშაბათს დაიწყო და პერიოდულად გრძელდებოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარიდან ხუთი კილომეტრის რადიუსით სკოლები დახურა ხოლო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები