იულია ტიმოშენკო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, იულია ტიმოშენკომ განაცხა, რომ დეპუტატები უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ. ამის შესახებ მან უმაღლესი რადას ტრიბუნიდან განაცხადა.
“სხვა ფრაქციებთან ერთად, ჩვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ. მივმართავთ უკლებლივ ყველა დეპუტატს, რომელთაც გააჩნიათ ღირსება, რომ ყველა დანაშაულებრივ დაჯგუფებას საკუთარი ადგილი მიუჩინოს”, – განაცხადა ტიმოშენკომ.
იულია ტიმოშენკო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.
“ის, რაც ჟურნალისტებმა მოიძიეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლს ექვემდებარება. ეს სახელმწიფო ღალატს ნიშნავს, რომელიც უკრაინის მოქალაქემ განზრახ ჩაიდინა და ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ღირებულებებს, თავდაცვის საშუალებებს და სახელმწიფოს ეკონომიკას საფრთხე შეუქმნა”,- განმარტა ტიმოშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები