რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: აშშ ვენესუელაში სამხედრო შეღწევას გეგმავს

ამერიკა პუერტო-რიკოსა და კოლუმბიაში სამხედროების გაგზავნით ვენესუელაში სამხედრო შეჭრას გეგმავს, – ამის შესახებ დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
“სარკაზმისა და ქედმაღლობის გამოვლინებით ვენესუელის ხალხის მიმართ ამერიკა დამოუკიდებელ ქვეყანაში სამხედრო შეჭრას გეგმავს. პუერტო-რიკოში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა, შეიარაღებული ძალების კოლუმბიაში განთავსება და სხვა ფაქტები ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ პენტაგონი აძლიერებს სამხედრო დაჯგუფებებს რეგიონში კანონიერი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს თანამდებობიდან ჩამოგდების მიზნით”,- განაცხადა პატრუშევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები