ნიკოლას მადურო: ვენესუელა თავად გადაწყვეტს საკუთარ პრობლემებს

ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო “ტვიტერში” წერს, რომ ქვეყანა თავად გადაწყვეტს საკუთარ პრობლემებს.
“იმპერიამ და მისმა ლაქიებმა უნდა გაიგონ, რომ ვენესუელაში ხალხის თვითგამორკვევა სუფევს. ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს ნაციონალურ კავშირში. ერთად ვენესუელასთვის!”- წერს მადურო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკამ ვენესუელასთან დაკავშირებით გაეროს საგანგებო სხდომა მოითხოვა. მოცემულ მომენტში უცნობია წარადგენს თუ არა ამერიკა რეზოლუციის პროექტს ვენესუელაში კრიზისის დარეგულირების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები