“ბრექსითი” – ლეიბორისტები განმეორებით რეფერენდუმს ითხოვენ (ვიდეო)

ბრიტანელი ლეიბორისტები “ბრექსიტთან” დაკავშირებით განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებაზე პარლამენტში განხილვაზე შესწორებას იმ შემთხვევაში შეიტანენ, თუკი კანონმდებლები უარყოფენ მათ ალტერნატიულ გეგმას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. აღნიშნული ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა.
ლეიბორისტების გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო კავშირში დარჩება და მყარი კავშირი ექნება ერთიან ევროპულ ბაზართან, ხოლო მოქალაქეობრივი უფლებები და სამომხმარებლო სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ნორმებს. კორბინის თქმით, ეს ჩიხიდან გამოსვლის საშუალებაა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მეორე პლებისციტს უარყოფს და მას დემოკრატიის საფრთხედ თვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები