მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერაძემ დავით კირკიტაძის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულ დავით კირკიტაძის დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, ადვოკატები ბრალდებულისთვის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვდნენ.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ შუამდგომლობასთან ერთად, მოსამართლეს საქართველოს 15 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა და საქართველოს პარლამენტის 27 წევრის შუამდგომლობა წარუდგინა, თუმცა ნუნუ ნემსიწვერიძემ ის არ დააკმაყოფილა.
„დღევანდელ პროცესზე თავდებები არ არიან წარმოდგენილნი, რომ განვუმარტო რა არის თავდებობა და რა არის პასუხისმგებლობა. ეს შუამდგომლობა სათანადოდ არ იყო მომზადებული”, – განმარტა მოსამართლემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის სხდომაზე იყო გრიგოლ ვაშაძე.
ცნობისათვის, დავით კირკიტაძეს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები