„ნაცვლიშვილის შემდეგ გედევან ფოფხაძე იქნება“ – ეკა ბესელია უმრავლესობიდან კადრების გადინებას აანონსებს
„ბექა ნაცვლიშვილი არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობას დატოვებს“, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან საპარლამენტო უმრავლესობიდან სხვა კადრების გადინებაც დააანონსა. „შემდეგი გედევან ფოფხაძე იქნება. ასევე, დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება. ბექა ნაცვლიშვილის პროტესტი არ მიკვირს, რადგან მდინარაძის მსგავს ადამიანებს პროტესტი არ ექნებათ, ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს, ყველანაირ კომფორტს ერგებიან. ძალიან ჯანსაღი პროცესი მიდის, მომავალში თემატურ პროცესს ვხედავთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მიმდინარე მოვლენებზე სწორი დამოკიდებულება აქვს“, – განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, გადადის თუ არა ოპოზიციაში, ბესელია ამბობს: „ასე გამოდის“. ცნობისთვის, ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას პარტია „სოციალ-დემოკრატებსა“ და ფრაქციას ტოვებს. ნაცვლიშვილი საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.