ეკა ბესელია: ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ არის სწორი, მას არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა
ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ არის სწორი. ვფიქრობ, მას არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივის თაობაზე განაცხადა.„ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ არის სწორი. ვფიქრობ, მას არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა. თამარ ჩუგოშვილს მე შევთავაზე, რომ ლოზუნგების და მოწოდებების დრო აღარ არის. ამიტომ, დაიწყოს მან ეს პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს ამ ინიციატივაზე, ოღონდ პირველი ნაბიჯი გადავდგათ და ლოზუნგებს თავი დავანებოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.