დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნება” დაადგა თვითგანადგურების გზას
“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან კონსულტაციების დაწყებას არ ადასტურებს.
თავად ეკა ბესელიამ კი დღეს გაკეთებულ განცხადებაში არ გამორიცხა, რომ კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან დაიწყოს.
უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლას, „ქართული ოცნების“ თვითგანადგურების დასაწყისი უწოდა.
„კონსულტაციები არავის ჰქონია, ასე რომ ვერაფერს გეტყვით. ქვეყანა დააღწევს თავს ამ მძიმე პერიოდს და ამ ფლანგზე ბევრი პოლიტიკოსის და პარტიის შრომაა აუცილებელი. ზოგადად, რაც ხდება გარდაუვალია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი სია ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ „ქართული ოცნება” დაადგა თვითგანადგურების გზას,“-ამბობს უსუფაშვილი.