“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველა ის ადამიანი და ჩვენი გუნდის წევრი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ საქმიანობა“

რაც შეეხება თალაკვაძის მოლოდინებს გუნდიდან რამდენიმე დეპუტატის შესაძლო წასვლის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს გუნდის ერთიანობის შენარჩუნებისთვის.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველა ის ადამიანი და ჩვენი გუნდის წევრი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ საქმიანობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა მას გუნდიდან რამდენიმე დეპუტატის შესაძლო წასვლის შესახებ დაუსვეს კითხვა.
“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველა ის ადამიანი და ჩვენი გუნდის წევრი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ საქმიანობა. ასევე, ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესების სათავესთან იდგა. მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები