ჩინელები კოსმოსში ელექტროსადგურს შექმნიან
ჩინელი მეცნიერები ორბიტულ ელექტროსადგურს შექმნიან, რომელიც მზის ენერგიას პირდაპირ კოსმოსში შეაგროვებს და დედამიწაზე ლაზერის მეშვეობით გამოგზავნის. ჩინური მედიის ცნობით, ქალაქ ჩუნცუნში უკვე დაწყებულია ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობა, რომელმაც ლაზერული სხივი უნდა მიიღოს.
პირველი საცდელი ელექტროსადგურის სტრატოსფეროში გაშვებას 2021-2025 წლებში გეგმავენ.
აღნიშნულ პროექტს ქვეყნის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემია კურირებს, რომელმაც გასულ თვეში მთვარეზე აპარატი “ჩანე-4” წარმატებით დასვა, ხოლო 2022 წელს საკუთარი კოსმოსური სადგურის გაშვებას გეგმავს.
ჩინური კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი წელს 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.