დავით სერგეენკო: გრიპით ავადობის მაჩვენებლები სეზონურ ფონზე ჩამოდის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობის მაჩვენებლები სეზონურ ფონზე ჩამოდის.
რაც შეეხება გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას, სერგეენკოს თქმით, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი.
„რაც შეეხება გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი, რადგან ჩვენ 3-4-კვირიანი ფაზით ვასწრებთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის მოცემულობა. თუ იქნება, იქნება პატარა პიკი, რომლისთვისაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები